ფეხბურთი

22:23 | 7.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "მიქაუტაძეს თავისი შესაძლებლობის თავიდან პოვნა სჭირდება"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ გიორგი მიქაუტაძეზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელს „აიაქსში“ უთამაშებლობის შემდეგ საკუთარი შესაძლებლობების თავიდან აღმოჩენა სჭირდება.

„მიქაუტაძემ აჩვენა, რომ მას აქვს კლასი და ეფექტიანობა, რომელიც უნდა დაიბრუნოს. დიდიე ლამკელ ზე კი არის ფეხბურთელი, რომელსაც თავისი პლუს-მინუსებით ძალიან კარგად ვიცნობ. ორივესთვის ეს გამოწვევაა“, - თქვა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117387