ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი კურტ ჰამრინი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სიცოცხლის ბოლომდე ფლორენციაში ცხოვრობდა.
ჰამრინმა 1953-1965 წლებში შვედეთის ნაკრებში 32 მატჩში 17 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში მას სამშობლოს გარდა, იტალიაში აქვს ნათამაშები.
ჰამრინი სხვადასხვა წლებში იყო „იუვენტუსის“ „პადოვას“, „ფიორენტინას“, „მილანის“ და „ნაპოლის“ წევრი, კარიერა კი 1972 წელს „სტოკჰოლმში“ დაასრულა.







