სხვა

12:51 | 4.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი სუმოდან გააცილეს

ლეგენდარული ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოში სუმოდან გააცილეს.

ტრადიციული რიტუალი დანპაცუ-შიკი, რომელიც თმის შეჭრას მოიცავს, დღეს გაიმართა. სუმოდან წასულ სპორტსმენებს სწორედ ასე აცილებენ.

ტოჩინოშინის დებიუტი სუმოში ჯერ კიდევ 2006 წლის მარტის ბაშოზე შედგა. მას შემდეგ მან 80-ჯერ ელიტარულ დივიზიონში იასპარეზა, ასევე გამოდიოდა მეორე დივიზიონში.

ლევანის ყველაზე დიდი წარმატება 2018 წლის იანვრით თარიღდება, როდესაც უმაღლესი ტიტული, იმპერატორის თასი მოიგო და 7 ბაშოს განმავლობაში ოძეკის სტატუსით გამოდიოდა. ტოჩინოშინს კარიერაში დადებითი ბალანსი აქვს - 681 გამარჯვება და 615 მარცხი.

თეგებიტოჩინოშინი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11423