ფეხბურთი

23:50 | 3.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვიტორ როკემ 13 წუთში გოლიც გაიტანა და გააძევეს: "ბარსელონამ" მოიგო (+VIDEO)

ლა ლიგის 23-ე ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ალავესი“ 3:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, მერე ილქაი გიუნდოგანმაც გაიტანა, რასაც მასპინძლებმა ერთი ბურთით უპასუხეს. 59-ე წუთზე თამაშში ვიტორ როკე ჩაერთო, რომელმაც 13 წუთში ყველაფერი მოასწრო.

ბრაზილიელმა მოედანზე შესვლიდან 4 წუთში გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ხოლო 67-ე და 72-ე წუთებზე ორჯერ მიიღო ყვითელი ბარათი და გააძევეს. ამრიგად, 13 წუთში მან გოლიც გაიტანა და ორი გაფრთხილების მიღებაც მოასწრო. გავიხსენოთ, რომ წინა მატჩი „ბარსამ“ სწორედ ვიტორ როკეს გოლით მოიგო, რომელმაც მაშინ თავი მოედანზე შესვლიდან ერთ წუთში გამოიჩინა.

„ბარსელონა“ 50 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 11 თებერვალს, „გრანადას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.09881