ფეხბურთი

21:30 | 3.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიას ეფექტური გოლი საბერძნეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგის 21-ე ტურში „პანეტოლიკოსი“ სტუმრად „ვოლოსს“ დაუზავდა (1:1), გოლი კი ლევან შენგელიამ გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა თავი მერვე წუთზე გამოიჩინა, როდესაც ცაციათი შორეულ კუთხეში ეფექტურად გაიტანა. მან პირველივე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო, მოედანზე კი 85 წუთი გაატარა.

28 წლის ქართველ ფეხბურთელს საბერძნეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. არ უთამაშია ჯიმი ტაბიძეს, რომელიც ჯერ არ არის სათამაშოდ მზად, ის ბერძნულ გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა.

„პანეტოლიკოსი“ 15 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 თებერვალს, „ატრომიტოსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142399