ფეხბურთი

2:21 | 2.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერს" "ვულვზთან" საოცრად დრამატული მატჩი 18 წლის ფეხბურთელმა მოაგებინა

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად „ვულვზი“ ძალიან დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა - 4:3.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო და მიდიოდა: 22-ე წუთისთვის „წითელი ეშმაკები“ მარკუს რაშფორდის და რასმუს ჰოილუნის გოლებით 2:0 დაწინაურდნენ და უპირატესობას 71-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ, სანამ პაბლო სარაბიამ სხვაობა არ შეამცირა. თუმცა, 4 წუთში სკოტ მაკტომინეიმ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.

მატჩის ბოლო წუთები უბრალოდ გიჟური გამოდგა - ჯერ კილმანის გოლით მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს, რასაც მსაჯის მეხუთე კომპენსირებულ წუთზე პედრო ნეტომ ანგარიში გაათანაბრა - 3:3. თითქოს, „მანჩესტერს“ ისევ უნდა დაეკარგა ქულები, მაგრამ 97-ე წუთზე მშველელად 18 წლის კობი მაინუ მოევლინა, რომელმაც ტენ ჰაგის გუნდს მოაგებინა.

„მანჩესტერმა“ ამ გამარჯვებით 35 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე აინაცვლა, მომდევნო ტურში კი 4 თებერვალს, „ვესტ ჰემს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111223