ფეხბურთი

12:24 | 1.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალთან" კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს

ჟურნალისტი მანუ კარენიო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს აღარ განაახლებს.

„ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრავმების წყალობით, რომლებსაც „რეალი" ახლა უფრო ძლიერად თვლის, მოდრიჩი იმაზე მეტს თამაშობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო", - თქვა კარენომ.

მომავალში „რეალი“ და კარლო ანჩელოტი სულ უფრო მეტად დაეყრდნობა ფედე ვალვერდეს, ჯუდ ბელინგემს, ედუარდო კამავინგას და ორელიენ ჩუამენს და სულ უფრო ნაკლებად ტონი კროოსსა და მოდრიჩს.

„მოდრიჩმა იცის, რომ ის თამაშობს ოდნავ მეტს, ვიდრე მოსალოდნელია და ესმის, რომ მისი როლი ამ გუნდში მეორეხარისხოვანი ხდება. თუ შეთავაზება ექნება საუდის არაბეთიდან ან ამერიკული MLS-დან, შესაძლოა, წავიდეს. თუ არა, ის სეზონს „რეალში“ ჩაამთავრებს, ხორვატიის ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე ითამაშებს და კარიერას დაასრულებს“, - დასძენს კარენიო.

38 წლის მოდრიჩს ამ სეზონში „რეალის" შემადგენლობაში 24 მატჩში 1250 წუთი აქვს ნათამაშევი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114534