ფეხბურთი

13:39 | 30.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

სატონი: სალაჰი და ვან დეიკი ასევე დატოვებენ „ლივერპულს“

„ჩელსისა“ და „სელტიკის“ ყოფილი თავდამსხმელი კრის სატონი მიიჩნევს, რომ „ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი და „წითლების“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი გაჰყვებიან იურგენ კლოპს მერსისაიდის კლუბიდან ამ სეზონის ბოლოს.

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს კლოპის ეპოქის დასასრულია. როგორც ჩანს, სალაჰი სეზონის ბოლოს დატოვებს კლუბს. ვან დეიკი შესაძლოა სხვა გამოწვევას განიხილავს. იცით, ვფიქრობ, რომ კლოპის წასვლა დიდ გავლენას მოახდენს ფეხბურთელებზე და გუნდზე. რა თქმა უნდა, მათ მაგივრად ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ მჯერა, რომ ენდრიუ რობერტსონიც წავა. შესაძლოა, ისინი ამას აღიქვამენ, როგორც გზის დასასრულს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გადაადგილდნენ“, - ციტირებს სატონის სიტყვებს Daily Mail.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ამ სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10693