ფეხბურთი

1:41 | 30.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბორდომ" ზურიკო დავითაშვილის გოლით ლიგა 2-ის ლიდერი დაამარცხა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურში „ბორდომ“ „ანჟერი“ ზურიკო დავითაშვილის გოლით დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა 89-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მეტოქის კარი 70-ე წუთზე დალაშქრა და 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „ანჟერი“ ამ ტურამდე ლიდერი იყო და ჟირონდელებთან უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„ბორდო“ 28 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 თებერვალს, „ტრუას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138212