სხვა

15:30 | 29.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფარიკაობაში მსოფლიო თასს თბილისი უმასპინძლებს

თებერვლის პირველი სამი კვირა და თბილისის სპორტის სასახლე მსოფლიო ფარიკაობის ცენტრი გახდება. საქართველოს დედაქალაქს პლანეტის მოქმედ უძლიერეს ხმლით მოფარიკავე კაცებთან ერთად, ფარიკაობის სამივე დისციპლინის ახალგაზრდა, მომავალი ვარსკვლავები ესტუმრებიან.

3-4 თებერვალს, დაშნით მოფარიკავე იუნიორ ქალთა მსოფლიო თასი ჩატარდება. ამ ეტაპზე დაგეგმილია 200-მდე მოფარიკავის, მათ შორის ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების გამოსვლაც.

9-11 თებერვალს, კაც ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი გაიმართება. თბილისური ტურნირი უმნიშვნელოვანესია, რადგან ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების დასაგროვებლად მხოლოდ სამი ტურნირი დარჩა, აქედან გამომდინარე საქართველოს ყველა უძლიერესი ხმლით მოფარიკავე ეწვევა, ბევრი მათგანი თბილისში ნაადრევად, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვა.

17-18 თებერვალს, სპორტის სასახლე კვლავ მომავალ ვარსკვლავებს, ამჯერად რაპირით და ხმლით მოფარიკავე იუნიორ ქალებს დაეთმობათ.

თეგებიფარიკაობა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110552