ფეხბურთი

14:10 | 28.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" კომანი 3 თვით გამოაკლდა

მიუნხენის „ბაიერნს“ კინგსლი კომანი გამოაკლდა. ფრანგმა ფეხბურთელმა ტრავმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში „აუგსბურგთან“ მიიღო.

როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, დაზიანება სერიოზულია და კომანი მოედანზე დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ვერ გავა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ სეზონის მიწურულს თუ დაბრუნდება.

კინგსლი კომანმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116606