ფეხბურთი

23:42 | 27.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერმა“ „გლადბახთან“ ქულები დაკარგა

დღეს, 27 იანვარს, გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში ლიდერმა ლევერკუზენის „ბაიერმა“ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ უმასპინძლა. თამაში ფრედ - 0:0 დასრულდა.

ბაიერს კარში ექვსჯერ მეტი დარტყმა ჰქონდა, ვიდრე გლადბახს (27:4), მაგრამ არცერთ მათგანს შედეგი არ მოჰყოლია.

ამ თამაშის შემდეგ ლევერკუზენმა 49 ქულა დააგროვა. ჩაბი ალონსოს გუნდი გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში კვლავ ლიდერობს, მიუნხენის „ბაიერნს“ ორი ქულით უსწრებს. მიონხენგლადბახის „ბორუსია“ 21 ქულით მე-12 ადგილზეა.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-19 ტური. 27 იანვარი: აუგსბურგი - ბაიერნი 2:3, ჰოფენჰაიმი - ჰაიდენჰაიმი 1:1, შტუტგარტი - ლაიფციგი 5:2, ვერდერი - ფრაიბურგი 3:1, ვოლფსბურგი - კიოლნი 1:1, ლევერკუზენი - გლადბახი 0:0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120273