ფეხბურთი

22:18 | 27.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

Il Messagerro - იურგენ კლოპი ზაფხულში შესაძლოა „რომას“ ჩაუდგეს სათავეში

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, შესაძლოა, ზაფხულში იტალიური „რომა“ ჩაიბაროს - გვამცნობს Il Messagerro.

თუ რომაული გუნდი ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის დანიელე დე როსის ხელმძღვანელობით არადამაჯერებელ თამაშს აჩვენებს, მაშინ სეზონის ბოლოს ეს პოზიცია ვაკანტური გახდება. ამავდროულად, „რომას“ ხელმძღვანელობა ზაფხულში კლოპის დარწმუნებას და გადაბირებას შეეცდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კლოპის შეძენაზე ოცნებობს. ამასთან დაკავშირებით კატალონიელებს შეუძლიათ გერმანელ სპეციალისტს შეთავაზება გაუკეთონ.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს „ლივერპულს“ დატოვებს. თავის განცხადებაში გერმანელმა სპეციალისტმა ნათლად აღნიშნა, რომ მწვრთნელობისთვის ენერგია აღარ დარჩა. კლოპი „ლივერპულს“ 2015 წლიდან ხელმძღვანელობს. გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ინგლისურმა კლუბმა შვიდი ტიტული მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119071