ფეხბურთი

2:09 | 27.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" "ტოტენჰემს" აჯობა და ასოციაციის თასის მერვედფინალში გავიდა

ინგლისის ასოციაციის თასის 1/16 ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად ლონდონის „ტოტენჰემი“ ნათან აკეს მიერ 88-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

უგოლოდ დასრულდა და „ჩელსი“ – „ასტონ ვილას“ შეხვედრა, შესაბამისად გადათამაშება დაინიშნა, რომლის მასპინძელი უკვე უნაი ემერის გუნდი იქნება.

დღესვე, კიდევ ორი მატჩი დასრულდა ფრედ: „ბრისტოლი“ – „ნოტინგემი“ (0:0) და „შეფილდი უენსდი“ – „ქოვენთრი“ (1:1). ამ შეხვედრებშიც საპასუხო დუელები ჩაინიშნა. სამაგიეროდ, მომდევნო ეტაპზე გავიდა „ბორნმუთი“, რომელმაც „სუონსი“ 5:0 გაანადგურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111609