ფეხბურთი

16:40 | 26.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემმა" კალვინ ფილიპსი დაიმატა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კალვინ ფილიპსი კარიერას „ვესტ ჰემში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისელი „ჩაქუჩებმა“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატეს, მაგრამ მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ. კალვინი „ვესტ ჰემში“ 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში ფილიპსმა „სიტის“ მაისურით 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას სათამაშო დრო იშვიათად ჰქონდა, რის გამოც გუნდის დატოვება მიუწია. ინგლისელი „მანჩესტერ სიტიმდე“ „ლიდს იუნაიტედში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120964