ფეხბურთი

23:21 | 25.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ 18 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი შეიძინა

„პარი სენ-ჟერმენმა“ „კორინთიანსიდან“ ნიჭიერი ბრაზილიელი ფეხბურთელის, გაბრიელ მოსკარდოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

18 წლის ნახევარმცველმა პარიზელებთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა, მაგრამ მიმდინარე სეზონს ის „კორინთიანსში“ იჯარით ჩაამთავრებს. გაბრიელის ტრანსფერი პსჟ-ს ჯამში 22 მილიონი ევრო დაუჯდა.

გაბრიელ მოსკარდოს „კორინთიანსში“ 25 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140268