ფეხბურთი

21:14 | 24.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩიჩარიტო 14 წლის შემდეგ მშობლიურ გუნდში დაბრუნდა

ვეტერანი მექსიკელი ფეხბურთელი ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო) 14-წლიანი პაუზის შემდეგ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.

ჩიჩარიტომ კონტრაქტი „ჩივას გვადალახარასთან“ გააფორმა. მან კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო, რომლის მაისურით 2006-2010 წლებში 79 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა.

შემდეგ ჩიჩარიტოს კარიერაში იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“, მადრიდის „რეალი“, „ლევერკუზენი“, „ვესტ ჰემი“ და „სევილია“, ბოლოს კი, ამერიკაში, ლოს ანჯელეს „გალაქსის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.897842