ფეხბურთი

13:26 | 23.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ პრეზიდენტი დე ლაურენტისი: „იტალიის სუპერთასის არსებობაში აზრს ვერ ვხედავ“

„ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიის სუპერთასის ფინალში „ინტერთან" (0:1) მისი კლუბის დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მომავალში ამ ტურნირის ჩატარება შეუფერებელია.

„არ მინდოდა, რომ იტალიის სუპერთასზე გვეთამაშა, ამას ჯერ კიდევ ოთხი-ხუთი თვის წინათ ვამბობდი, რადგან იმ მომენტში ძალიან ბევრი მატჩი გვქონდა წინ და არ უნდა დაგვემატებინა მეტი თამაში იტალიის ფარგლებს გარეთ.

ვფიქრობ, მომავალი სეზონიდან, როცა უეფას რეფორმების გამო თამაშების რაოდენობა გაიზრდება, სუპერთასის ჩატარების რეალური მიზეზი აღარ იარსებებს“, - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Football Italia.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109327