ფეხბურთი

12:48 | 23.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა" „ჟირონას" ერთდროულად ხუთი ფეხბურთელით დაინტერესდა

„ბარსელონას“ სპორტული დირექტორი დეკუ ერთდროულად „ჟირონას“ ხუთ მოთამაშეს აკვირდება. კლუბის სატრანსფერო მიზნების სიაში არიან ალეშ გარსია, სავიო მორეირა, ანხელ ერერა, ასევე უკრაინული ტანდემი ვიქტორ ციგანკოვი და არტემ დოვბიკი - გვამცნობს Croni Caglobal.

„ბარსელონას“ შეუძლია შეამციროს ამ ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება ერიკ გარსიას და პაბლო ტორეს ხარჯზე, რომლებიც ამჟამად კატალონიური კლუბიდან იჯარით იმყოფებიან „ჟირონაში.“

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჟირონამ“ პრიმერა დივიზიონის პირადი რეკორდი დაამყარა ტურნირის დასრულებამდე 17 ტურით ადრე მოპოვებული ქულების რაოდენობით. „სევილიას“ დამარცხების (5:1) შემდეგ „ჟირონას“ სატურნირო ცხრილში 52 ქულა აქვს. ეს კლუბის საუკეთესო მაჩვენებელია ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111054