ფეხბურთი

10:52 | 23.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალმა“ პრიმერა დივიზიონის ისტორიაში უნიკალური მიღწევა დააფიქსირა

მადრიდის „რეალმა" ესპანური პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურის მატჩში „ალმერიას“ 3:2 მოუგო. გამარჯვების გოლი დანიელ კარვახალმა 98-ე წუთსა და 33-ე წამზე გაიტანა.

ამ გამარჯვებით მადრიდის „რეალი“ გახდა ლა ლიგის პირველი კლუბი, რომელმაც საკუთარ სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1000 მატჩი მოიგო. მანამდე ესპანეთის ჩემპიონატში არცერთ კლუბს არ დაუძლევია ასეთი ზღვარი - წერს ტვიტერში ჟურნალისტი პედრო მარტინი.

„ვალენსიამ“ „მესტალიაზე“ 906 გამარჯვება მოიპოვა, „ბარსელონამ“ კი „კამპ ნოუზე“ – 889.

ამ დროისთვის, პრიმერაში ჩატარებული 19 მატჩის შემდეგ, „რეალი“ 48 ქულით მეორე ადგილზეა. ჩემპიონატის ლიდერი 20 თამაშის შემდეგ „ჟირონაა,“ რომელსაც 49 ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109696