ფეხბურთი

15:39 | 22.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ოდიშარია "დინამო თბილისიდან" ლატვიის ჩემპიონში გადავიდა

„დინამო თბილისის“ ნახევარმცველი ლაშა ოდიშარია კარიერას ლატვიის ჩემპიონ „რიგასში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ოდიშარიამ რიგელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით და 8-ნომრიანი მაისური მოირგო.

ლაშა ოდიშარიამ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 20 შეხვედრაში თავი 2 გოლით და 6 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11626