ფეხბურთი

22:53 | 20.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბაიერნმა „ნიუკასლის“ მცველ ტრიპიერთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

მიუნხენის „ბაიერნმა" „ნიუკასლ იუნაიტედის" მცველ კირან ტრიპიერთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

წყაროს ცნობით, ბავარიელთა სპორტული დირექტორი კრისტოფ ფროინდი, უპირველეს ყოვლისა, მზად არის პსჟ-ის მცველის ნორდი მუკიელეს იჯარით ასაყვანად, თუმცა მასთან გარიგება შესაძლოა ვერ მოხერხდეს. ამავდროულად, ტრიპიერს სურს შეუერთდეს გერმანულ მონსტრს და მზად არის გახდეს „გეგმა B".

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრიპიერის კანდიდატურა ბავარიელების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა დაამტკიცა.

33 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „კაჭკაჭების“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და რვა საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098967