ფეხბურთი

20:57 | 20.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ბრისტოლს“ დაუზავდა

ინგლისური ჩემპიონშიფის 28-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ბრისტოლ სიტის“ ესტუმრა და 1:1 ეთამაშა. გიორგი საკმაოდ აქტიური იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს.

42-ე წუთზე ქართველი მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში და იასერ ასპრილიას ჩინებული პასი მისცა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კოლუმბილმა ვერ ივარგა.

მანამდე ანგარიში სტუმარმა ნიგერიელმა ტომ დელე-ბაშირუმ გახსნა. 25 წუთზე კი მასპინძელმა სქოთ თვაინმა გაათანაბრა.

მეორე ტაიმში ბრისტოლელები უკეთ გამოიყურებოდნენ და რამდენჯერმე გატანაც შეეძლოთ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა - 1:1.

„უოტფორდმა“ 40 ქულა მოაგროვა და მე-10 ადგილზე დგას. ლიდერი კი 65-ქულიანი „ლესტერია.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115284