ფეხბურთი

0:23 | 20.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ნაპოლიმ" ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი დაიმატა

„ნაპოლიმ“ „ვერონადან“ მარჯვენა გარემარბი სირილ ნგონჟე დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ბელგიელმა ფეხბურთელმა 26-ნომრიანი მაისური მოირგო, ხოლო „ნაპოლის“ მისი შეძენა ჯამში 20 მილიონი ევრო დაუჯდა.

23 წლის შემტევი „აძურის“ მესამე ახალწვეულია მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში პასკუალე მაძოკისა და ჰამედ ჟუნიორ ტრაორეს შემდეგ.

მიმდინარე სეზონში სირილ ნგონჟემ „ვერონას“ მაისურით 21 შეხვედრაში თავი 6 გოლით გამოიჩინა. მას „ბრიუგეში“, პსვ ეინდჰოვენში, „ვალვაიკსა“ და „გრონინგენში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112994