ფეხბურთი

23:15 | 19.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის თასზე სენეგალმა კამერუნი დამაჯერებლად დაამარცხა

აფრიკის თასის მეორე ტურში სენეგალის ნაკრებმა კამერუნს დამაჯერებლად 3:1 აჯობა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ალიუ სისეს გუნდი მატჩის დასაწყისშივე ისმაილა სარმა დააწინაურა, მეორე ნახევარში კი ჰაბიბ დიალომ სხვაობა გააორმაგა. ჟან კასტელეტომ 83-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სადიო მანემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

სენეგალი 6 ქულით ჯგუფში ლიდერია, ხოლო კამერუნს აქტივში მხოლოდ ქულა აქვს და ბოლო ტურში გამბიასთან აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111791