ფეხბურთი

14:39 | 19.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო კარიერას სავარაუდოდ საუდის არაბეთში გააგრძელებს

ჟოზე მოურინიო დიდი ალბათობით, კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი უკვე შეუთანხმდა „ალ-შაბაბს“, სადაც ის ხორვატ იგორ ბისჩანს შეცვლის. ჯერჯერობით, ფინანსური და კონტრაქტის დეტალები უცნობია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ჟოზეს ანაზღაურება ძალიან მაღალი იქნება.

„განსაკუთრებული: 2021 წლიდან „რომაში“ მუშაობდა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111302