ფეხბურთი

13:22 | 19.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ივან პერიშიჩი სამშობლოში ბრუნდება

ვეტერანი ხორვატი ფეხბურთელი ივან პერიშიჩი სამშობლოში ბრუნდება და კარიერას სპლიტის „ჰაიდუკში“ გააგრძელებს.

პერიშიჩს პროფესიონალურ კარიერაში ხორვატიაში არასდროს უთამაშია, მაგრამ „ჰაიდუკის“ აკადემიაში 2000-2006 წლებში ირიცხებოდა, ასე რომ, მისთვის მშობლიური გუნდია. სპლიტელთა რიგებში თამაშობს კიდევ ერთი ცნობილი ხორვატი ფეხბურთელი ნიკოლა კალინიჩი.

ივან პერიშიჩს აქამდე „რუზელარეში“, „ბრიუგეში“, „დორტმუნდში“, „ვოლფსბურგში“, „ინტერსა“ და „ბაიერნში“ უთამაშია, ხოლო 2022 წლიდან „ტოტენჰემის“ ღირსებას იცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12235