ფეხბურთი

0:19 | 19.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

უოკერის ორი ცხოვრება

„მანჩესტერ სიტის“ და ინგლისის ნაკრების მცველი კაილ უოკერი სკანდალში გაეხვა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ორი ოჯახი ჰყავს.

კერძოდ, მის მეუღლეს, ენი კილნერს დაურეკა ლორინ გუდმანმა, რომელმაც ამცნო, რომ უოკერს ორმაგი ცხოვრება აქვს.

The Sun-ი იტყობინება, რომ მეუღლის პარალელურად უოკერი გუდმენთან ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. როგორც ჩანს, ყველამ იცოდა ამ ურთიერთობის შესახებ მისი მეუღლის გარდა.

უოკერს მეუღლისგან სამი შვილი ჰყავს და მეოთხეს ელოდებიან, მაგრამ გარდა ამისა, გუდმენისგან მას კიდევ ორი შვილი ჰყოლია. მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვა, ენი კილნერმა უოკერთან განქორწინება მოითხოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10059