ფეხბურთი

20:00 | 18.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს აგენტი "ნაპოლის" პრეზიდენტს დაუკავშირდა

„ნაპოლის“ ჟოზე მოურინიო დაუკავშირეს. Sportmediaset-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი მწვრთნელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ნეაპოლელთა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს დაურეკა.

მენდეში თავისი კლიენტის ახალ სამსახურს ეძებს, მას შემდეგ, რაც ჟოზე „რომადან“ გაათავისუფლეს. „ნაპოლის“ მომდევნო სეზონისთვის ახალი მწვრთნელი სჭირდება, ამიტომაც, შედგა მხარეებს შორის კონტაქტი.

აღსანიშნავია, რომ მენდეშს და დე ლაურენტისს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ მოურინიოს მაღალი სახელფასო მოთხოვნები შეიძლება პრობლემა იყოს. დე ლაურენტისი მხოლოდ ერთი მწვრთნელის შემთხვევაშია მზად გადაიხადოს ძალიან მაღალი ხელფასი - ანტონიო კონტეს გამო.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ამჟამად ვალტერ მაძარი წვრთნის, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ 62 წლის სპეციალისტი გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114663