ფეხბურთი

10:07 | 18.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უჩივლა

ჰიუგ ვიჟიემ, „ალ-იტიჰადის“ თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას ადვოკატმა, განაცხადა, რომ ფეხბურთელი საუდის არაბეთში მუქარებს იღებდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ ფეხბურთლს კავშირი ჰქონდა ტერორისტულ ორგანიზაციასთან.

„მინისტრის კომენტარებს სერიოზული შედეგები აქვს. კარიმ ბენზემა მუქარებს იღებს. საუდის არაბეთში, სადაც ის მუშაობს, მას შემდეგ რაც მინისტრმა ტერორისტულ ორგანიზაციასთან მისი კავშირების შესახებ განაცხადა. ის სიძულვილის შემცველ შეტყობინებებს იღებს“, - ციტირებს ადვოკატის სიტყვებს RMC Sport.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენზემამ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ ბენზემა საუდურ „ალ-იტიჰადში“ 2023 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ექვსი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119618