ფეხბურთი

14:55 | 17.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე: "ერთ დღეს ევროპას მეც დავტოვებ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ არ გამორიცხა, რომ ერთ დღესაც ევროპა დატოვოს და კარიერა სხვა კონტინენტზე გააგრძელოს.

„ბევრმა დიდმა ფეხბურთელმა, რომლებმაც ფეხბურთის ისტორია შექმნეს, გასულ ზაფხულს ევროპა დატოვეს და ჩვენ ახალ ეპოქაში შევდივართ. ეს სპორტის ციკლის ნაწილია და რაღაც მომენტში ჩემი ჯერიც მოვა.

პარიზის ოლიმპიადაზე თამაში? ჩემი კარიერის იმ ეტაპზე ვარ, როდესაც არ მინდა რაღაცების იძულებით გაკეთება. თუ მთხოვდნენ მონაწილეობის მიღებას, ვითამაშებდი, მაგრამ თუ ეს შესაძლებელი არ არის, გავიგებ. ყველა სპორტსმენისთვის ოლიმპიადას განსაკუთრებული ღირებულება აქვს, მინდოდა ტოკიოს ოლიმპიადაზე მეთამაშა, რადგან ყველაფრის მოგება მინდა“, - თქვა მბაპემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113118