ფეხბურთი

11:54 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ვამაყობ, რომ ვადიდებ უკრაინის დროშას მთელ მსოფლიოში" - ლუნინი ესპანეთის სუპერთასის მოგების შესახებ

მადრიდის „რეალის" უკრაინელმა მეკარემ ანდრიი ლუნინმა ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან" გამარჯვების (4:1) შემდეგ საზოგადოებას აზრი გაუზიარა. შეხვედრა საუდის არაბეთში, „ალ-ავალ პარკის“ სტადიონზე გაიმართა.

„მინდა ეს გამარჯვება უკრაინელებს მივუძღვნა. ვამაყობ, რომ მაქვს შესაძლებლობა წარმოვაჩინო და განვადიდო ჩვენი დროშა მთელ მსოფლიოში“, - წერს ლუნინი სოციალურ ქსელში.

მიმდინარე სეზონში ლუნინმა „რეალის" მაისურით 11 მატჩში ექვსი გოლი გაუშვა და ხუთჯერ შეინარჩუნა კარი „მშრალად.“

ანდრეი ლუნინი მადრიდის „რეალში" 2018 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2025 წლამდეა ძალაში. ამ დროისთვის მეკარის სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუნინი შესაძლოა გახდეს მადრიდული კლუბის პირველი ნომერი, ტიბო კურტუას მოედანზე დაბრუნების შემდეგაც კი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110878