ფეხბურთი

1:22 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა

ფიფამ 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგები წინა წელს გაითვალისწინა ფიფამ, ამჯერადაც საუკეთესოდ მესი აღიარეს.

არგენტინელმა კილიან მბაპეს და ერლინგ ჰოლანდს აჯობა, რომლებიც სამეულში იყვნენ, თუმცა გამარჯვება ისევ ვერ მოახერხეს. კონკრეტულად, The Best-ის ჯილდო, რომელსაც ფიფა 2016 წლიდან გასცემს, მესიმ მესამედ მოიპოვა.

ფიფა საუკეთესოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელების, კაპიტნების, მედიისა და გულშემატკივრების გამოკითხვით ასახელებს.

მესიმ და ჰოლანდმა 48-48 ქულა მიიღეს. ნორვეგიელი მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმა აირჩიეს, ხოლო არგენტინელი კაპიტნებმა და გულშემატკივრებმა. ფიფას წესდების მიხედვით კი, თანაბარ ქულებზე გამარჯვებული არის ის ფეხბურთელი, რომელსაც კაპიტნები აირჩევენ. ამიტომაც, გამარჯვება მესის ერგო. კილიან მბაპე ჯამში 35 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ჯამში 7 ქულა მიიღო, რითაც მეათე პოზიცია ერგო.

საუკეთესო ფეხბურთელი - ლიონელ მესი (ინტერ მაიამი)

1. ლიონელ მესი - 48 ქულა
2. ერლინგ ჰოლანდი - 48
3. კილიან მბაპე - 35
4. კევინ დე ბრუინი - 32
5. ვიკტორ ოსიმენი - 24
6. როდრი ერნანდესი - 24
7. ხულიან ალვარესი - 21
8. ბერნარდო სილვა - 18
9. ილქაი გიუნდოგანი - 13
10. ხვიჩა კვარაცხელია - 7
11. მარსელო ბროზოვიჩი - 7
12. დეკლან რაისი - 1

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - აიტანა ბონმატი (ბარსელონა)

საუკეთესო მეკარე - ედერსონი (მანჩესტერ სიტი)

საუკეთესო მწვრთნელი - პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი)

სიმბოლური ნაკრები: ტიბო კურტუა, ჯონ სტოუნსი, კაილ უოკერი, რუბენ დიაში, ბერნარდო სილვა, ჯუდ ბელინგემი, კევინ დე ბრუინი, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი

საუკეთესო ქალი მეკარე - მერი ირპსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

საუკეთესო ქალი მწვრთნელი - სარინა ვიგმანი (ინგლისის ნაკრები)

წლის საუკეთესო გოლი - გილერმე მადრუგა (ბოტაფოგო)

ფიფას ფეარ პლეი - ბრაზილიის ნაკრები

საუკეთესო გულშემატკივარი - უგო დანიელი (ატლეტიკო კოლონის ფანი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125712