სხვა

0:31 | 16.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველომ მე-5 მატჩი წააგო და ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა.

დეიან სტანოევიჩის გუნდი მე-9 პოზიციისთვის ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრებთან უშანსოდ, 6:12 დამარცხდა. ოთხიდან სამი პერიოდი ფრანგებმა მოიგეს, ერთიც ფრედ დასრულდა. შესაბამისად, მათი უპირატესობა არანაირ ეჭვს არ იწვევდა და გამარჯვებულის ვინაობა წამითაც კი ეჭვქვეშ არ დამდგარა.

საქართველოს ნაკრებში 2-2 გოლი ბესარიონ ახვლედიანმა და არტიომ ძიხჩიარენკამ გაიტანეს, ხოლო თითოჯერ თავი გიორგი მაგრაქველიძემ და დუშან ვაშიჩმა გამოიჩინეს.

ამრიგად, ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ხუთი მატჩი წააგო იტალიასთან (5:22), უნგრეთთან (11:15), საბერძნეთთან (9:18), რუმინეთთან (11:18) და საფრანგეთთან (6:12), ხოლო გამარჯვება მხოლოდ ერთხელ მოიპოვა გერმანიის წინააღმდეგ (15:10). მეათე ადგილით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო.

საფრანგეთი - საქართველო 12:6 (2:1, 3:1, 3:3, 4:1)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117749