ფეხბურთი

2:00 | 15.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" "რომა" დაამარცხა

სერია A-ს მე-20 ტურში „მილანმა“ „რომას“ უმასპინძლა, რომელიც დამაჯერებლად დაამარცხა.

სტეფანო პიოლის გუნდი დასაწყისში იასინ ადლიმ დააწინაურა და ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში ოლივიე ჟირუმ სხვაობა გააორმაგა. რომაელებმა ლეანდრო პარედესის პენალტით თამაშში დაბრუნება მოახერხეს, მასპინძელი აანერვიულეს კიდეც, მაგრამ 84-ე წუთზე ტეო ერნანდესმა ეფექტური გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

„მილანი“ 42 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ 9 ქულით ჩამორჩება, ხოლო „რომა“ 29 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118018