ფეხბურთი

17:45 | 14.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც წელს პირველი ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს

„ნაპოლი“ იტალიის სუპერთასზე სათამაშოდ საუდის არაბეთში გაემგზავრა. ვალტერ მაძარის გუნდს მძიმე სეზონის მიუხედავად ტიტულის მოგების შანსი აქვს და ამისთვის ორი თამაშის მოგება დასჭირდება.

იტალიის სუპერთასი ახალი ფორმატით ტარდება, რადგან მასში ოთხი გუნდი იღებს მონაწილეობას: იტალიის ჩემპიონი, მეორეადგილოსანი და იტალიის თასის ფინალისტები.

შედეგად, 18 იანვარს, რიადში, „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ შეხვდება, ხოლო ამ წყვილში მოგებული ფინალში 22 იანვარს, „ინტერი“ – „ლაციოს“ შორის უმჯობესს შეხვდება. ფინალის მომგები ცხადია, იტალიის სუპერთასს დაეუფლება.

სუპერთასისთვის განაცხადშია და არაბეთში გუნდთან ერთად წავიდა ხვიჩა კვარაცხელიაც. ქართველი დისკვალიფიკაციის გამო „ლაციოსთან“ სერია A-ს მატჩს გამოტოვებს, იტალიის სუპერთასზე თამაშის უფლება კი აქვს.

„ნაპოლის“ განაცხადში არ არის ტრავმირებული ნათანი, ასევე ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და ვიქტორ ოსიმენი, რომლებიც აფრიკის თასზე თამაშობენ. სამაგიეროდ, გუნდთან ერთად არიან ალექს მერეტი, იენს კაიუსტი და მატიას ოლივერა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ტრავმები აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11364