ფეხბურთი

11:34 | 14.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მონტოლივო: "კვარაცხელია-ოსიმენი სერია A-ში ისევ საუკეთესო შემტევი წყვილია"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა რიკარდო მონტოლივომ განაცხადა, რომ მიუხედავად ლაუტარო მარტინესისა და მარკუს ტურამის შედეგიანობისა, სერია A-ში შეტევის საუკეთესო დუეტი ისევ ხვიჩა კვარაცხელია-ვიქტორ ოსიმენია.

„არ ვიცი, ლაუტარო-ტურამის დუეტი ყველაზე ძლიერია თუ არა, მაგრამ „ინტერის“ შეტევა სერია A-ში ყველაზე ძლიერი არ არის. ჩემი აზრით, კვარაცხელია და ოსიმენი უფრო ძლიერები არიან, ამჟამად, უფრო ნაკლებად არიან შედეგიანი, მაგრამ მთლიანობაში, ეს წყვილი უფრო ძლიერია.

ისევ იმ აზრზე ვარ, რომ თუ „ინტერი“ ისე ითამაშებს, როგორც შეუძლია, კონკურენციას იტალიაში ვერავინ გაუწევს. „იუვენტუსი“ ძალიან კარგად მუშაობს, სეზონის პირველ ნახევარში საუკეთესო მწვრთნელის პრიზს ალეგრის გადავცემდი, მაგრამ „ინტერს“ უპირატესობა აქვს. არ მგონია „იუვემ“ ამ ტემპის შენარჩუნება სეზონის ბოლომდე შეძლოს, ეს არის განსხვავება „ინტერთან“ შედარებით", - თქვა მონტოლივომ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ „იუვენტუსს“ 5 ქულით უსწრებს, თუმცა ტურინელებს ამ ტურის მატჩი ჯერ არ უთამაშიათ („სასუოლოსთან“).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112676