ფეხბურთი

21:21 | 12.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "მიქაუტაძე დაბრუნდა იქ, სადაც აფასებენ და სადაც ყოფნა უხარია"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელო ლაშლო ბოლონიმ „ტულუზთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი:

„გიორგი მიქაუტაძის დაბრუნება ჩვენთვის დადებითი ამბავია. ჟორჟი რა თქმა უნდა, სახლში დაბრუნდა. რამდენი ხნით არ ვიცი, მაგრამ ის მოვიდა ისეთ ადგილზე, სადაც თავს კარგად გრძნობს, სადაც აფასებენ და სადაც ყოფნა სიამოვნებს. იმედი მაქვს, რომ ისევ წარმატებით ითამაშებს“, - თქვა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ ის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც 9 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

„მეცმა“ ლიგა 1-ში ბოლო ოთხი თამაში წააგო და პირველი წრის დასრულების შემდეგ 16 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ 2 ქულა აშორებს. ლაშლო ბოლონის გუნდს უახლოესი მატჩი ლიგა 1-ში 14 იანვარს, „ტულუზთან“ ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109031