სხვა

21:58 | 11.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილზეა

ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს მოკლე პროგრამაში ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა, რომელიც მესამე ადგილზეა.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა 68.96 ქულა მიიღო და ეს შედეგი მესამე გამოდგა, რისთვისაც მცირე ბრინჯაოს მედალი ერგო. ცხადია, ეს შედეგი მას აძლევს ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლის საშუალებას.

დღესვე იასპარეზა ალინა ურუშაძემ, რომელიც 50.54 ქულით 33 მონაწილეს შორის 23-ე პოზიციაზე გავიდა და 24 საუკეთესოში მოხვდა, რის შედეგადაც ის თავისუფალ პროგრამაშიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

თავისუფალ პროგრამაში გუბანოვა და ურუშაძე 13 იანვარს გამოვლენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111583