ფეხბურთი

16:53 | 11.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი კვარაცხელიას და ოსიმენის შეხვედრას მოაწყობს

ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ინციდენტს ცნობილი იტალიური გამოცემა La Repubblica გამოეხმაურა.

როგორც აღნიშნული გაზეთი წერს, მამუკა ჯუღელის „გამოხტომა“ მოსალოდნელი იყო, რადგან ოსიმენის ახალი კონტრაქტით კლუბის ორ ლიდერს შორის ხელფასში დიდი უთანასწორობა გაჩნდა, რამაც კვარაცხელიას გარემოცვას უსამართლობის განცდა გაუჩინა.

„მამუკა ჯუღელის გამოხტომა განპირობებულია დე ლაურენტისის მხრიდან მისი კლიენტის მიმართ უთანასწორო მოპყრობით. ნათელი იყო, რომ ოსიმენის ახალი კონტრაქტით გასახდელში მორიგი მიწისძვრა მოხდებოდა. ჯუღელი ითხოვდა კვარაცხელიასთვის ხელფასის 3-4 მილიონამდე მომატებას, მაგრამ ამ მიზანს ამ დრომდე ვერ მიაღწია“, - წერს გამოცემა.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ აურელიო დე ლაურენტისი მომხდარმა ფაქტმა შეაშფოთა, ამიტომ, ეცდება, სიტუაცია დაამშვიდოს. „ნაპოლის“ პრეზიდენტი კვარაცხელიასა და ოსიმენს შეხვედრას მოუწყობს, როგორც კი, ნიგერიელი აფრიკის თასიდან დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ჯუღელმა ვიქტორ ოსიმენის მომავალზე ინტერვიუში ისაუბრა, რასაც ფეხბურთელის მხრიდან მწვავე რეაგირება მოჰყვა და კვარაცხელიას აგენტს საჯაროდ შეურაცხყოფაც მიაყენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109195