ფეხბურთი

15:42 | 11.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: „თუ გუნდი ცუდად იცავს თავს, ეს მწვრთნელის ნაკლია“

მადრიდის „ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩში „რეალთან" დამარცხებაზე (3:5) ისაუბრა.

„ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით და ამ მარცხისგან უნდა ვისწავლოთ, დასკვნები გამოვიტანოთ. დადებითი მომენტებიც იყო ჩვენს შემტევ თამაშში. თუმცა დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით. თუ გუნდი ცუდად იცავს თავს, ეს მწვრთნელის ნაკლია“, - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს Marca.

მომდევნო მატჩში „ატლეტიკო“ კვლავ მადრიდის „რეალს" დაუპირისპირდება. შეხვედრა ესპანეთის თასის ფარგლებში 18 იანვარს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105636