ფეხბურთი

23:20 | 10.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" "რომას" აჯობა და იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა (+VIDEO)

2013 წლის 26 მაისს, „ლაციომ“ იტალიის თასის ფინალში „რომა“ დაამარცხა და „ბიანკოჩელესტეს“ ფანებისთვის ეს დღე დაუვიწყარია.

„რომას“ რევანშის შანსი 11 წლის მერე მიეცა, მაგრამ გამარჯვებული ისევ „ლაციო“ გამოვიდა. იტალიის თასის მეოთხედფინალში მაურიციო სარის გუნდმა მეტოქეს აჯობა. მატჩამდე ფანებს შორის შეტაკება მოხდა, არც მატჩის დროს ყოფილა მშვიდი ვითარება, როგორც ტრიბუნებზე, ისე მოედანზე. ოთხი წითელი ბარათიც ამაზე მოწმობს, ყველა ბოლო წუთებში, ხოლო „რომას“ ფეხბურთელ ედოარდო ბოვეს, როცა შეცვალეს და მოედანს ტოვებდა, „ლაციოს“ ფანმა ზურგში ლუდის შუშის ბოთლი გაარტყა.

თამაში „ლაციომ“ მატია ძაკანის ერთადერთი გოლით მოიგო, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი ზუსტად დაარტყა.

„ლაციო“ იტალიის თასის ნახევარფინალში „იუვენტუსისა“ და „ფროზინონეს“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ჟოზე მოურინიოს „რომას“ მძიმე სეზონი კი, კიდევ უფრო დამძიმდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122029