ფეხბურთი

20:48 | 8.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ფრანც (კაიზერ) ბეკენბაუერი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნული ამბავი მისმა ოჯახმა დაადასტურა.

ბეკენბაუერი ბოლო წლებში ავადმყოფობდა. მან მსოფლიო ფეხბურთის ისტორია დაწერა, როგორც ფეხბურთელმა, ასევე მწვრთნელმა.

ისტორიაში ერთი-ერთი საუკეთესო მცველი იყო, თუ არა საუკეთესო და ორჯერ მოიგო ოქროს ბურთი 1972 და 1976 წლებში. გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ამავე ტურნირებზე მოიპოვა ვერცხლის მედლებიც. 5-ჯერ მოიგო ბუნდესლიგა, 4-ჯერ გერმანიის თასი, სამჯერ ჩემპიონთა თასი, ხოლო თითოჯერ თასების თასი და საკონინენტთაშორისო თასი.

„ბაიერნში“ ფრანცმა 1963-1977 წლებში 584 მატჩში 75 გოლის გატანა მოახერხა. კარიერის მიწურულს მან „ჰამბურგსა“ და ასევე „ნიუ-იორკ კოსმოსში“ ითამაშა. გერმანიის ნაკრების რიგებში კი 103 თამაში ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

მწვრთნელის რანგში ფრანც ბეკენბაუერმა მსოფლიოს ჩემპიონატი, საფრანგეთისა და გერმანიის ჩემპიონატები, ასევე უეფას თასი მოიგო. გერმანიის ნაკრები ზედიზედ ორჯერ გაიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, საიდანაც ერთი წააგო, მაგრამ მეორე მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122272