ფეხბურთი

10:26 | 8.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

5-თვიანი პაუზის შემდეგ კევინ დე ბრუინმა ითამაშა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მოედანზე დაბრუნდა და 5-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა.

ბელგიელი ინგლისის ასოციაციის თასზე „ჰადერსფილდის“ წინააღმდეგ გამოჩნდა მოედანზე შეცვლაზე და საგოლე პასიც მიითვალა, მისმა გუნდმა კი 5:0 მოიგო.

დე ბრუინმა ტრავმა 11 აგვისტოს, პრემიერლიგის პირველ ტურში „ჰალ სიტისთან“ მიიღო და მას შემდეგ 149 დღის განმავლობაში თამაშს ვერ ახერხებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109847