ფეხბურთი

11:53 | 4.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „არავის დაურეკავს ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის შემოთავაზებით“

„რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ იმ ჭორებზე ისაუბრა, თითქოს ის შესაძლოა ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემდეგი მწვრთნელი გახდეს.

„არავის დაურეკავს არც ჩემთვის და არც ჩემი აგენტისთვის. ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის თაობაზე. საიდან იგონებენ ასეთ ჭორებს არ ვიცი", - განაცხადა მოურინიუმ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ადრე მედიაში აქტიური ხმები გავრცელდა, რომ კარლო ანჩელოტი 2024 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალს" დატოვებდა და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებს უხელმძღვანელებს. თუმცა, 2023 წლის ბოლოს, იტალიელმა სპეციალისტმა გააფორმა ახალი ხელშეკრულება ესპანურ კლუბთან, რომელიც 2026 წლის ივნისამდე გაგრძელდება.

პორტუგალიელი სპეციალისტი რომაულ კლუბს 2021 წლიდან ხელმძღვანელობს და 2021/2022 წლების სეზონში გუნდი კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა.

გუშინ რომაელებმა იტალიის თასის მერვედფინალში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ 2:1 დაამარცხეს დ შემდგომ ეტაპზე გავიდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112154