ფეხბურთი

19:45 | 30.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინიაკი უილიამსმა "ბილბაოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბილბაოს „ატლეტიკის“ ფეხბურთელმა ინიაკი უილიამსმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ბასკებმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს.

ინიაკიმ „ბილბაოსთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა და სეზონში 11.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ინიაკი უილიამსი „ბილბაოში“ 2014 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 401 შეხვედრაში 92 გოლი აქვს გატანილი. სხვა კლუბში მას ნათამაშები არ აქვს, 2022 წლიდან კი განის ნაკრების წევრია, სადაც 12 თამაშში 1 გოლი შეაგდო. 2016 წელს ესპანეთის ნაკრებში მან ერთხელ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109852