ფეხბურთი

19:10 | 30.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" მერეტი გამოაკლდა

„ნაპოლის“ ალექს მერეტი გამოაკლდა. იტალიელმა მეკარემ ტრავმა „მონცასთან“ მატჩში (0:0) მიიღო.

მერეტმა მატეო პესინას პენალტი აუღო, მალევე კი შეცვლა მოითხოვა და მოედანი კოჭლობით დატოვა. მას ბარძაყის დაზიანება აღენიშნება, მაგრამ უცნობია, ზუსტად რა პერიოდით იუქმებს, ამას დეტალური სამედიცინო გამოკვლევა დაადგენს.

ალექს მერეტი „ნაპოლიში“ 2018 წლიდან თამაშობს და დღემდე 154 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112422