ფეხბურთი

16:09 | 29.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მერეტი "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს ან კლუბს დატოვებს

„ნაპოლის“ მეკარე ალექს მერეტი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს ან ზაფხულში სხვა გუნდში გადავა.

როგორც ფეხბურთელის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ განაცხადა, ამჟამად ეს ორი ვარიანტია. მერეტს კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, მას თუ მიმდინარე სეზონის ბოლომდე არ განაახლებს, ზაფხულში კლუბი გაყიდის.

ალექს მერეტმა კარიერა „უდინეზეში“ დაიწყო, შემდეგ იყო „სპალის“ შემადგენლობაში, ხოლო 2018 წლიდან „ნაპოლის“ მაისურით 153 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126111