ფეხბურთი

14:10 | 27.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მატეო პოლიტანო შეიძლება საუდის არაბეთში გადავიდეს

„ნაპოლის“ ნახევარმცველი მატეო პოლიტანო „ალ-შაბაბის“ ინტერესის ქვეშაა. ნეაპოლური მედია წერს, რომ 30 წლის იტალიელს არაბული კლუბი იწვევს.

ჯერჯერობით, ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ წყაროს თანახმად, აურელიო დე ლაურენტისის პოლიტანოს გუნდიდან გაშვებას განიხილავს, თუ ის კონტრაქტს, რომელიც 2025 წელს იწურება არ გაახანგრძლივებს. ასე რომ, შეიძლება ზაფხულიდან იტალიელმა საუდი პრო ლიგაში გადაინაცვლოს.

მატეო პოლიტანო „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს და 169 შეხვედრაში 28 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „პერუჯას“, „პესკარას“, „სასუოლოს“ და „ინტერის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.058989