ფეხბურთი

0:20 | 25.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "გაუგებარია პენალტის მომენტი VAR-ზე მაინც როგორ არ შეამოწმეს"

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი „არსენალთან“ მატჩში მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა.

გერმანელი პენალტის დანიშვნას ითხოვდა და მისთვის გაუგებარია, მომენტი VAR-ზე მაინც რატომ არ გადაამოწმეს:

„თავიდან ვნახე ეპიზოდი. დარწმუნებული ვარ, ვიღაც მოვა და ამიხსნის, რატომ არ იყო პენალტი, მაგრამ არ ვიცი, როგორ. არ ვამბობ, რომ მსაჯს აუცილებლად უნდა დაენახა, რადგან არ ვიცი, როგორ პოზიციაზე იდგა იმ მომენტში, მაგრამ შეიძლება VAR-ის ოთახში მყოფნა ბატონებმა დაინახოს ეს ყველაფერი და არ მივიდეს დასკვნამდე, რომ მსაჯს ეს მომენტი ეკრანზე უნდა ენახა?“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ლივერპულელები პენალტის დანიშვნას მარტინ ოდეგორის მხრიდან ხელით თამაშზე ითხოვდნენ. საბოლოოდ თამაში ფრედ, 0:0 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108869